საქართველოში აშშ-ს ელჩის განცხადება

საქართველოში აშშ-ის ელჩის განცხადებით, აშშ ყურადღებით ადევნებს თვალს მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებულ ვითარებას.

კელი დეგნანის თქმით, „გადაუდებელი ვითარებაა, რადგან არსებობს დიდი შეშფოთება როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე სააკაშვილის ჯანმრთელობასა და კეთილდღეობასთან დაკავშირებით“. მისივე განმარტებით, საბოლოო ჯამში მთავრობის პასუხისმგებლობაა, უზრუნველყოს სააკაშვილის სამედიცინო საჭიროებების დაკმაყოფილება.