კელი დეგნანის განცხადება - პოლიტიკური შეფასებები

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის შინაარსთან დაკავშირებულ საკითხზე პირველ განცხადებას „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში აკეთებს. კელი დეგნანი ირწმუნება, რომ ყოფილ პრემიერთან შეხვედრაზე არ ყოფილა საუბარი „საქართველოს ჩართვაზე უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში“, ან შანტაჟზე, ან მოქმედებაზე, რაც უკავშირდება ივანიშვილისთვის ფულის გადარიცხვის შეფერხებას. მისი თქმით, ამერიკა არ იყენებს პროგრამებს ადამიანების სანქცირებისა თუ დასჯისთვის და არც მოსამართლე ჩხიკვაძისთვის დაუკისრებიათ სანქცია.

კელი დეგნანის დღევანდელ განცხადებას პოლიტიკური შეფასებები მოჰყვა.