ღია მმართველობა საქართველოს უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ 2024-2025 წლების სამოქმედო გეგმის პროექტი განიხილა და მხარი დაუჭირა. სხდომა მთავრობის ადმინისტრაციაში ჩატარდა. გეგმა ახლა მთავრობამ უნდა დაამტკიცოს. სამოქმედო გეგმა ათ ინიციატივას მოიცავს. მისი მიზანია, გაუმჯობესდეს ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობისა და გამჭვირვალობის ხარისხი, გაძლიერდეს საზოგადოების წინაშე სახელმწიფო უწყებების ანგარიშვალდებულების მექანიზმები და გაიზარდოს ჩართულობის შესაძლებლობები. გეგმის პროექტით ასევე გათვალისწინებულია რამდენიმე მუნიციპალიტეტის ღია მმართველობის პროცესში ჩართულობა.