ღია კარის დღე

აბიტურიენტებისთვის ღია კარის დღეები გრძელდება.

31 იანვარს, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით ერთიან ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით გარდაბნის №1 საჯარო სკოლაში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას გარდაბნის რაიონში მცხოვრები აბიტურიენტები და პედაგოგები ესწრებოდნენ.  შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის  წარმომადგენლებმა აბიტურიენტებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს 2020 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით. საუბარი შეეხო გამოცდებისათვის რეგისტრაციასა და საგამოცდო პროცესთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს. აბიტურიენტთა ინფორმირებულობის მიზნით ღია კარის დღეები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გაიმართება.