თბილისში გერმანიის შინაგან საქმეთა ფედერალური მინისტრი იმყოფება. ნენსი ფეზერი უკვე შეხვდა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს. ხელი მოეწერა საქართველოსა და გერმანიის მთავრობებს შორის მიგრაციისა და მობილობის შესახებ შეთანხმებას. შეთანხმება მიზნად ისახავს შრომითი მიგრაციისა და განათლების მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებასა და არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერებას.