საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა დღეს კიდევ ერთხელ გააკეთა კომენტარი გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის ხმაურიანი განცხადების შესახებ. ანდრია ჯაღმაიძის თქმით, ეს არის თავდასხმა საქართველოს ეკლესიაზე. შეგახსენებთ, რომ ორი დღის წინ, მიხაელ როთმა განაცხადა- „როგორ შეძლებთ შექმნათ ნათელი მომავალი ახალგაზრდა თაობის გარეშე? მხოლოდ მართლმადიდებელი ეკლესიით, რომელიც მმართველი პარტიის უახლოესი მოკავშირეა? კარგი, სცადეთ.“ – განაცხადა როთმა.