გენერალურმა პროკურორმა შოვის სტიქიასთან დაკავშირებულ გამოძიებაზე ისაუბრა
საქართველოს გენერალურმა პროკურორმა შოვის სტიქიასთან დაკავშირებულ გამოძიებაზეც ისაუბრა. ირაკლი შოთაძის გაცხადებით, გამოძიება ინტენსიურად მიმდინარეობს, რომლის დასრულების შემდეგაც საზოგადოებას დეტალურ ინფორმაციას მიაწვდიან. შოთაძის თქმით, დაკითხულია ასეულობით მოქალაქე, დანიშნულია ექსპერტიზები და დაზარალებულებსა და მათ უფლებამონაცვლეებს წვდომა აქვთ სისხლის სამართლის საქმის მასალებზე.