ოკუპაციის წინააღმდეგ მებრძოლი, საქართველოს პირველი რესპუბლიკის ჯარის უკანასკნელი მთავარსარდლის, გენერალ გიორგი კვინიტაძის ნეშტი საქართველოშია. სპეცრეისს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ხელისუფლების წარმომადგენლები დახვდნენ, სადაც ოფიციალური ცერემონია გაიმართა.
საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლ გმირს, რომელმაც თითქმის ნახევარი საუკუნე საფრანგეთში ემიგრაციაში გაატარა, სწორედ დამოუკიდებლობის დღეს მთაწმინდის პანთეონში დაკრძალავენ, მანმადე კი სამების საკათედრო ტაძარში სამოქალაქო პანაშვიდები იმართება.
ოჯახის წევრების გადაწყვეტილებით, საქართველოში დაბრუნდა გენერლის პირადი ნივთები, რომელთა ნახვაც მსურველებს ეროვნულ მუზეუმში შეეძლებათ.
მარიკა შალიკაშვილი გიამბობთ.