საოკუპაციო რეჟიმის პატიმრობიდან გათავისუფლებული გენადი ბესტაევი გარდაიცვალა. ის კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფებოდა, როდესაც ე.წ. სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა გასული წლის 15 ნოემბერს შეიწყალა.
ბესტაევი 2019 წლის ნოემბერში ე.წ საზღვრის უკანონო გადაკვეთისა და ნარკოტიკების კონტრაბანდის ბრალდებით დააკავეს. შეფარდებული ჰქონდა სამი წლითა და ორი თვით თავისუფლების აღკვეთა.