გელათის სამონასტრო კომპლექსის დროებითი გადახურვის სამუშაოები დასრულდა. პროცესი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, ძეგლთა დაცვის სააგენტოსთან ერთად განახორციელა. როგორც სააგენტოში აცხადებენ, სამუშაოების შედეგად სამონასტრო კომპლექსი სრულად იქნება დაცული ზამთრის პერიოდში, პარალელურად კი აქტიურად გაგრძელდება მუდმივი გადახურვისთვის საჭირო კრამიტის დამზადება.
მუნიციპალური განვითარების ფონდის დავალებით, კონტრაქტორი კომპანიის მიერ შეკვეთილი კრამიტის ყველა პარტიას ჩაუტარდება დამატებითი ექსპერტიზა და სამონასტრო კომპლექსი მხოლოდ ამის შემდეგ გადაიხურება.