გელათის რეაბილიტაციისთვის დაწყებული ინსპექტირების სამუშაოები დასრულებულია. ქართველმა და უცხოელმა სპეციალისტებმა დღეს სამეცნიერო დისკუსია გამართეს და შედეგებზე პრესკონფერენციაზე ისაუბრეს. სამუშაოების ფარგლებში, საქართველოში ჩამოსულია საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს მისია, რომელიც იტალიელ, გერმანელ, ბრიტანელ და ამერიკელ პრაქტიკოს სპეციალისტებს აერთიანებს, რომლებსაც მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის არაერთ უმნიშვნელოვანეს ძეგლზე მუშაობის გამოცდილება აქვთ.