მრჩეველთა საბჭოს მინისტერიალი

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ სამხრეთ გაზის კორიდორის მრჩეველთა საბჭოს მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა. მინისტერიალი, რომელიც წელს ონლაინფორმატში ჩატარდა, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა გახსნა. ნათია თურნავა პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოვიდა.