ინფრასტრუქტურის სამინისტრო მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, გელათის მონასტრის სარესტავრაციო-საკონსერვაციო სამუშაოებს ახორციელებს.
პროექტი ორ ეტაპად მიმდინარეობს. პირველი ეტაპის სამუშაოები ითვალისწინებდა გუმბათის და ქვების რესტავრაციას, ხოლო მეორე ნაწილი, გელათის ღვთისმშობლის ტაძრის ეკვდერების გადახურვის და სადრენაჟო სისტემის რეაბილიტაციას.
პროცესი მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება.