გელათის დროებითი გადახურვა

გელათის სამონასტრო კომპლექსის ძირითად ტაძარში, დასავლეთ მკლავზე ლითონის ახალი დროებითი გადახურვა მოეწყო. პროცესი UNESCO-ს მაღალკვალიფიციური ექსპერტის, პროფესორ უგო ტონიეტის რეკომენდაციითა და ზედამხედველობით მიმდინარეობდა.

აღსანიშნავია, რომ ახალი დროებითი გადახურვა, წინა გადახურვასთან შედარებით, გაცილებით მსუბუქია და ტაძარი დაცულია წყლის შეღწევისგან ნებისმიერ კლიმატურ პირობებში. ამ ეტაპზე ინტენსიურად მიმდინარეობს გამოშრობის პროცესი, რაც ფრესკების გადასარჩენად აუცილებელია.