პარტია „ჩვენი საქართველო – სოლიდარობის ალიანსის“ დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარობის კანდიდატი, გედევან ფოფხაძე თევდორე მღვდლის 13 ნომერში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს შეხვდა და მათი პრობლემები მოისმინა.
თოდუას კლინიკის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები 55 სოციალურად დაუცველი ოჯახი ფართების დაკანონებას მოითხოვს. ასევე მათი თქმით, გაუსაძლის პირობებში უწევთ ცხოვრება ვინაიდან შენობა ავარიულია, წყალი ჩადის და არ არის გაზიფიცირებული. გედევან ფოფხაძის განცხადებით, პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება, ვინაიდან მმართველმა გუნდმა ამ ადამიანების პრობლემების გადასაჭრელად რვა წლის განმავლობაში არაფერი გააკეთა.