საუნივერსიტეტო წიგნების გამოფენა-დაჯილდოება თსუ-ში

15:30, 21.12.2021

საუნივერსიტეტო წიგნების გამოფენა და დაჯილდოება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. წარმოდგენილია ბოლო ხუთი წლის განმავლობაში თსუ-ს პროფესორების, მეცნიერებისა და მკვლევრების მიერ საქართველოსა და უცხოეთში გამოცემული კრებულები. ნამუშევრები უახლეს კვლევებსა და აღმოჩენებს აერთიანებს. ღონისძიების ფარგლებში, უნივერსიტეტის ოქროს მედალი გადაეცა ვასილ მაღლაფერიძეს, საქართველოს პირველ არხზე შექმნილი პროექტებისთვის  „ჩვენი საქართველო“ და „საქართველო 360“.

დღესვე დაჯილდოვდებიან სკოლის მოსწავლეები და სტუდენტები, რომლებმაც თსუ-ს მიერ გამოცხადებულ სხვადასხვა ვიქტორინებში გაიმარჯვეს.

ჩვენი საქართველო

მსგავსი