გედევან ფოფხაძე იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ აირჩიეს

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ გედევან ფოფხაძე აირჩიეს. დღევანდელ კენჭისყრაზე მას მხარი შვიდმა დეპუტატმა დაუჭირა.

გედევან ფოფხაძე აღნიშნული თანამდებობის დაკავების შემდეგ აპირებს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანამდებობა დატოვოს.

კომიტეტის სხდომაზე საკითხის განხილვას მცირე კამათიც მოჰყვა. რაც შეეხება ეკა ბესელიას, ის თანამდებობას დღეს ოფიციალურად დატოვებს და ბიუროს მიმართავს, რომელიც ამ წუთებში იწყება.