დაახლოვებით სამი საათის განმავლობაში ხმაურის ფონზე გაგრძელდა შეხვედრა გორში. ადგილობრივები კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზს“ ხელოვნურად გაზრდილი გადასახადის დარიცვხვაში ადანაშაულებენ. საკითხი დღეს სემეკის, ენერგო ომბუდსმენისა და ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად განიხილეს. მოქალაქეებს განემარტათ, რომ პრობლემის მოგვარებისთვის აუცილებელია ინდივიდუალური განცხადებების დაწერა ენერგო ომბუდსმენის სახელზე. საქმის წარმოების პროცესში კი დავალიანების არსებობის შემთხვევაშიც აბონენტებს გაზმომარაგება არ შეუწყდებათ. კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზი“ ბრალდებებს კვლავ უარყოფს. დეკემბრის თვის გადასახდთან ერთად ქალაქ გორის აბონენტების ნაწილი კომპანიას ბუნებრივი აირის ხარისხზეც ედავება და მრიცხველების ტექნიკურ შემოწმებას ითხოვს. შეხვედრაზე შეთახმდნენ, რომ მოქალაქეებს დარიცხული გადასახადის ოდენობასთან ერთად, მრიცხველის ძველი და ახალი ჩვენებაც ეცნობებათ.