მხუთავმა „ცეომ“ გლდანში 33 წლის მამაკაცი იმსხვერპლა.
ბინაში, სადაც უბედური შემთხვევა მოხდა, გაზის დანადგარი თვითნებურად იყო დამონტაჟებული. სტატისტიკის მიხედვით, მხოლოდ ბოლო ორ თვეში გაზის გაჟონვის შედეგად უკვე 17 ადამიანია გარდაცვლილი.
ბინები, სადაც ბუნებრივმა აირმა გაჟონა, ძირითადად ნაქირავები ან დაგირავებული იყო.
ახალი რეგულაციები, რომლებმაც უსაფრთხოების ნორმები უნდა გაამკაცროს, პარლამენტს, სავარაუდოდ, გაზაფხულზე გაეგზავნება. მანამდე კი ბუნებრივი აირის გამანაწილებელი კომპანია გახშირებული ტრაგედიების ფონზე მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მიმართავს.