გაზის მოწყობილობების თვითნებურ მონტაჟზე სანქციები დაწესდება.
სავარაუდოდ, წლის ბოლომდე კანონდამრღვევს ბუნებრივი აირის მიწოდების შეწყვეტის გარდა, ფულადი ჯარიმების გადახდაც მოუწევს. კანონის გამკაცრება ბოლო წლებში გახშირებულმა უბედურმა შემთხვევებმა განაპირობა. სტატისტიკა აჩვენებს, რომ შემთხვევების დიდი ნაწილი სწორედ კუსტარულად დამონტაჟებულ დანადგარებს უკავშირდება. სპეციალური ჯგუფის მიერ მომზადებული რეგულაციები, ახალი ორგანოს შექმნასაც ითვალისწინებს, რომლის მომსახურებაში აბონენტებს გარკვეული საფასურის გადახდა მოუწევთ.