მეორე დღეა თოვლწმენდის და ელექტროენერგიის აღდგენის სამუშაოები მიმდინარეობს ამბროლაურის მუნიციპალიტეტში. 15 სოფელში გაწმენდითი სამუშაოები დასრულებულია. პროცესი გრძელდება რვა დასახლებულ პუნქტში. იწმინდება შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი-მოწამეთა-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის ნაქერალას უღელტეხილი. სახელმწიფო რწმუნებული პაპუნა მარგველიძე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად სოფლებში არსებულ სიტუაციას და მოსახლეობის საჭიროებებს ადგილზე ეცნობა. მიმდინარეობს ელექტროენერგიის აღდგენითი სამუშაოები. ამ დროის მონაცემებით, მიწოდება აღდგენილია მუნიციპალიტეტის 49 სოფელში. სამუშაოები როგორც გზების წმენდის მიმართულებით, ისე ელ.ენერგიის აღდგენის კუთხით მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ეტაპობრივად ყველა პრობლემურ მონაკვეთზე გაგრძელდება.