გავრცელებული ფარული ჩანაწერები - გამოხმაურებები

გავრცელებულ ფარულ ჩანაწერს, რომლის ავთენტურობაც დადგენილი არ არის, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები აფასებენ. საუბარია ერთ-ერთი ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ აუდიომასალაზე, სადაც მათივე ინფორმაციით, ასახულია ირაკლი ღარიბაშვილის, ბერა ივანიშვილისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის, ანზორ ჩუბინიძის საუბარი. პარტია „ლელო“ კონკრეტული პირების დასჯას და საქმეში საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართვას ითხოვს. „ნაციონალური მოძრაობა“ ირაკლი ღარიბაშვილისა და ანზორ ჩუბინიძის გადადგომას ითხოვს. პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა გუშინვე აღნიშნა, რომ ფარული ჩანაწერების საკითხზე პოლიტსაბჭოს სხდომაზე იყოს საუბარი.

ტელეკომპანია „ტვ პირველის“ ეთერში გავრცელებულ ჩანაწერს ეხმაურება ირაკლი მელაშვილი: „სამარცხვინოა, როცა ყოფილი პრეზიდენტი აზიარებს უკანონო ჩანაწერების გავრცელების ანონსს, ეს ნიშნავს იმას, რომ მან ვერც ვერაფერი გადაიაზრა და არც არაფერს შეცვლის თუ კი, ღმერთმა დაიფაროს და, ხელისუფლებაში მობრუნდა! თუკი საზოგადოება და მითუმეტეს ომბუდსმენი, მსჯელობას იწყებს უკანონო ჩანაწერის შინაარსზე, მეტიც, სახელმწიფო სტრუქტურებს მოუწოდებს უკანონო ჩანაწერის შინაარსზე რეაგირებისკენ, გამოდის, რომ ამ უზნეობის ჩამდენმა მიზანს მიაღწია! არ აქვს მნიშვნელობა ვინ იქნება ხელისუფლებაში და ვინ ოპოზიციაში, რომელი დაჯგუფების წარმომადგენელი ჩაიდენს თუ რომელს შეეხება ეს უწესობა“– აცხადებს ირაკლი მელაშვილი.

მოამბე