გასული წლის ციკლში საქართველოს მეოთხე კლასელებმა მათემატიკაში მიღწევები მნიშვნელოვნად გააუმჯობესეს. სტატისტიკას მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო საგნების სწავლისა და სწავლების საერთაშორისო კვლევის ცენტრი აქვეყნებს. საქართველო იმ ხუთ ქვეყანას შორის დასახელდა, რომლებმაც 2015 წელთან შედარებით, ყველაზე დიდი მიღწევა დააფიქსირეს. ამ საგნებში კერძო სკოლების მიღწევები, საჯარო სკოლების შედეგებს კვლავ აღემატება, თუმცა თვალსაჩინოა, რომ კერძო და საჯარო სკოლებს შორის სხვაობა მცირდება. სოფლისა და ქალაქის სკოლებს შორის მიღწევებში განსხვავებების პრობლემა კი, კვლევის მიხედვით, თითქმის აღმოფხვრილია.