განათლების მინისტრის შეხვედრა კერძო სკოლების წარმომადგენლებთან

15:52, 04.05.2023

განათლების მინისტრმა კერძო სკოლების დირექტორებთან და ასოციაციების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა, რომლის ფარგლებშიც, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე იმსჯელა. გიორგი ამილახვარმა შეხვედრის მონაწილეებს ზოგადი განათლების განვითარების მიმართულებით საკუთარი ხედვები გააცნო და მათგან პრობლემების შესახებ ინფორმაცია მიიღო. მინისტრის ინიციატივით, კერძო სკოლებისა და ასოციაციების წარმომადგენლებთან შეხვედრებს პერმანენტული ხასიათი ექნება.

მსგავსი