ამ დრომდე გატაცებულია სოფელ ხურვალეთიდან საქართველოს მოქალაქე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი.
33 წლის მამაკაცი საოკუპაციო ძალებმა ქართული მხარის კონტროლირებადი ტერიტორიიდან აიყვანეს.
დაკავების ფაქტს ჰყავს თვითმხილველებიც. სოფელ ხურვალეთის ხანდაზმულთა თავშესაფრის ერთ-ერთმა მკვიდრმა, აივნიდან დაინახა როგორ ჩასვეს სამხედროებმა მანქანაში ოთარ სამნიაშვილი.
ინფორმაციას მომხდარის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურშიც ადასტურებენ.
მომხდარის შესახებ ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.
ამოქმედებულია ცხელი ხაზი.