გატაცებული მეზღვაურების საქმე

მეკობრეები, რომლებმაც აფრიკაში ქართველი მეზღვაურები დააკავეს, ამ დრომდე კავშირზე არ გამოსულან. ჯერჯერობით უცნობია, რა მოთხოვნები აქვთ გამტაცებლებს. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელის განცხადებით, გემზე მყოფი ქართველი მეზღვაურების ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.  შეიარაღებულმა პირებმა ლიბერიის დროშის ქვეშ მცურავი ტანკერიდან, 10 მეზღვაური 6 დღის წინ გაიტაცეს. გატაცებულებს შორის ოთხი საქართველოს მოქალაქეა.