ოკუპირებული ცხინვალის ტერიტორიაზე რჩება ამ დრომდე 16 წლის ტატო ხარაზიშვილი.
სოფელ ჭვრინისში მცხოვრები მე-12 კლასელი რუსმა სამხედროებმა გუშინ დააკავეს.
ოკუპანტებმა არასრულწლოვანი ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით აიყვანეს.
ხელისუფლება ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან ერთად, დაკავებულის გასათავისუფლებლად მუშაობს.
ამოქმედებულია ცხელი ხაზი.