გატაცებული მე-12 კლასელი კვლავ ოკუპირებული ცხინვალის ტერიტორიაზეა

ოკუპირებული ცხინვალის ტერიტორიაზე რჩება ამ დრომდე 16 წლის ტატო ხარაზიშვილი.

სოფელ ჭვრინისში მცხოვრები მე-12 კლასელი რუსმა სამხედროებმა გუშინ დააკავეს.

ოკუპანტებმა არასრულწლოვანი ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით აიყვანეს.

ხელისუფლება ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან ერთად, დაკავებულის გასათავისუფლებლად მუშაობს.

ამოქმედებულია ცხელი ხაზი.