ლაშქრობის დროს გატაცებული ახალგაზრდები თავისუფლები არიან. ე.წ. ცხინვალის იზოლატორი დაკავებულებმა ჯარიმის გადახდის შემდეგ დატოვეს.
თითქმის სამდღიანი ტყვეობის შემდეგ გათავისუფლებულები ამ წუთებში მცხეთის პოლიციაში იმყოფებიან და დაკავების დეტალებზე გამომძიებლებს ჩვენებას აძლევენ. ამ ეტაპზე ცნობილია მხოლოდ ის, რომ თრუსოს ხეობაში სალაშქროდ წასული მეგობრები ყელის ტბის მიმართულებით აპირებდნენ წასვლას. სავარაუდოდ, სწორედ იქ მოხდა რუსი სამხედროების მიერ მათი დაკავება.
ახლობლები ახალგაზრდების მიერ ე.წ. საზღვრის უკანონოდ კვეთის ვერსიას გამორიცხავენ. დაკითხვის დასრულების შემდეგ გაირკვევა, ზუსტად რა მონაკვეთზე და რა ვითარებაში დაესხნენ მოქალაქეებს თავს საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები.