რუსი ოკუპანტების მორიგი პროვოკაცია. გატაცებულია საქართველოს კიდევ ორი მოქალაქე. სოფელ ახალუბნის მცხოვრებლები თამაზ ფსიტიძე და ზურა პეტრიაშვილი უკანონოდ მაშინ დააკავეს, როცა საქონელს მწყემსავდნენ. მათ ოჯახის წევრებს ოკუპირებული ცხინვალიდან ჯერ არავინ დაკავშირებია. მომხდართან დაკავშირებით ინფორმირებული არიან საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები, ამოქმედებულია ცხელი ხაზი.
ამ დროისთვის დე ფაქტო რეჟიმის ტყვეობაში საქართველოს რვა მოქალაქე რჩება.