გასაუბრება მოსამართლეობის კანდიდატებთან

დღესაც დაძაბულ გარემოში ჩაიარა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრებამ.

იუსტიციის საბჭოს წევრთა კითხვებს, ამჯერად საბჭოს მდივანი, გიორგი მიქაუტაძე პასუხობდა. საქალაქო სასამართლოს უვადო მოსამართლეს, უმაღლეს ინსტანციაში სურს გადასვლა. პროფესიულ გამოცდილებაზე და ბიოგრაფიაზე საუბრის გარდა, მიქაუტაძეს არაერთ მწვავე შეკითხვაზეც მოუხდა პასუხების გაცემა. ამ კონტექსტში, საბჭოს არამოსამართლე წევრები, ანა დოლიძე და ნაზი ჯანეზაშვილი აქტიურობდნენ, რომლებიც დაინტერესდნენ, რა ურთიერთობა აქვს კანდიდატს სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე, მიხეილ ჩინჩალაძესთან და მმართველი გუნდის დეპუტატ ვანო ზარდიაშვილთან.

მიქაუტაძეს პროკურატურაში გატარებული წლებიც გაუხსენეს.