ჩაწყობილი საფეხბურთო თამაშების საქმის ფიგურანტები დღეს სასამართლოს წინაშე წარდგნენ.
მოქმედი ფეხბურთელები გირაოთი გათავისუფლდებიან, დანაშაულის ორგანიზებაში ბრალდებული მოქმედი და ყოფილი სპორტსმენები კი მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა.
დაკავებული 11 პირიდან დღეს წარდგენილი ბრალი მხოლოდ ერთმა ფეხბურთელმა აღიარა, დანარჩენები ამ დრომდე დუმილს ინარჩუნებენ.
მედიასთან რამდენიმე მათგანის ადვოკატი საუბრობს, რომლებიც დანაშაულის პროვოცირებაზე მიანიშნებენ და ამ კონტექტსში სუს-ის თანამშრომელს ახსენებენ.
ძიების საგანია 3 აპრილს და 19 მაისს გამართული მატჩები, რომლებიც გამოძიების მტკიცებით, წინასწარ გაყიდული იყო.