სვანეთში, სოფელ ცანაში არსებულ ეკოლოგიურ ვითარებას ადგილზე გაეცნო სოფლის მეურნეობის მინისტრი. ადგილზე, ისევე როგორც სოფელ ურავში, დარიშხანის შემცველობის ნარჩენების განთავსების კერები არსებობს, რომელიც 1993 წელს, ამ ტერიტორიაზე არსებული სამთო-ქიმიური ქარხნების დახურვის შემდეგ წარმოიქმნა. დარიშხანის საბადოები დაკონსერვებულია, დარიშხანის წარმოება კი, შეწყვეტილი. იგეგმება დაბინძურებული ტერიტორიების კაპიტალური შემოღობვა და მომავალი წლიდან დაიწყება სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომლის შედეგად სრულად გადაიჭრება აღნიშნული პრობლემა.