გარდაიცვალა საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი ეკა ეგაძე

საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი, ჩვენი კოლეგა, ეკა ეგაძე გარდაიცვალა. ის ოპერაციის შემდეგ რეანიმაციაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. ეკა ეგაძე სხვადასხვა დროს იყო საინფორმაციო გადაცემის წამყვანი, დილისა და გასართობი გადაცემების პროდიუსერი, გადაცემა „დღის კოდის“ პროდიუსერი. საქართველოს პირველი არხი და მოამბის გუნდი ეკა ეგაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს. ვუსამძიმრებთ მის ოჯახსა და ახლობლებს.