გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ძალადობის ორგანიზების, ჯგუფური ძალადობის და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ბრალდებით დაკავებული პირების ადვოკატების ნაწილმა მცხეთის სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა.
ორი დღის წინ მცხეთის რაიონულმა სასამართლომ 17 დაკავებულს აღკვეთის ღონისძიების ყველაზე მკაცრი ფორმა, პატიმრობა შეუფარდა. ადვოკატების განმარტებით, არ აქვთ მოლოდინი, რომ მეორე ინსტანცია აღკვეთის ღონისძიების ამ ფორმას შეცვლის, თუმცა მათი თქმით, გადწყვეტილების გასაჩივრება საქმისთვის მაინც საჭირო და მნიშვნელოვანია. ადვოკატები აცხადებენ, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფების წინააღმდეგ საქმეში საკმარისი მტკიცებულებები არ არსებობს.