განცხადება „ლეიბორისტულ პარტიაში“

„ლეიბორისტული პარტიის“ წევრმა მიხეილ ქუმსიშვილმა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პრობლემებზე ბრიფინგი გამართა. მისი თქმით, ახალი სოციალური დახმარების ტალღა სრულად არ მოიცავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების დახმარებას და 80 000-ზე მეტი ადამიანი დახმარების გარეშე არის დარჩენილი. მიხეილ ქუმსიშვილი მოუწოდებს პრემიერ- მინისტრს, გასცეს კომპენსაცია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ყველა ადამიანისთვის.