სამშენებლო კომპანია „სვეტის“ შეჩერებული მშენებლობები თავიდან იწყება.
2 500-მდე დაზარალებული ოჯახი კუთვნილ ფართებს სამი წლის შემდეგ მიიღებს. სამ სხვადასხვა ობიექტზე სამშენებლო სამუშაოებს კომპანია „ემ კვადრატი“ გააგრძელებს. კომპანია „სვეტის“ მიერ დაანონსებული, თუმცა მიტოვებული მშენებლობა ჯერ კიდევ ორი წლის წინ გამოძიების საგანი გახდა. გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შემდეგ კომპანიის დამფუძნებელმა და დირექტორმა ციხე საპროცესო შეთანხმებით დატოვეს.