განახლებად ენერგიაზე მოთხოვნა იზრდება

ნეტო აღრიცხვის სისტემის მიმართ ინტერესი მკვეთრად არის გაზრდილი.

წლიდან წლამდე იმატებს იმ ფიზიკური და იურიდიული პირების რაოდენობა, რომლებიც მზის, ქარის, ჰიდრო ან სხვა წყაროზე მომუშავე ენერგოობიექტებს თავად ამუშავებენ. სისტემის არსი ისაა, რომ ობიექტების მფლობელები გამომუშავებულ დენს თავად მოიხმარენ, ჭარბ ენერგიას კი ელექტროგამანაწილებელ ქსელზე ყიდიან. ნეტო აღრიცხვაში აბონენტთა დიდი რაოდენობით ჩართვა გარემოზე მავნე ზემოქმედების შემცირების გარდა სისტემას ელექტროენერგიის წარმოების ზრდაშიც ეხმარება. 2016 წლიდან ამოქმედებულ ნეტო აღრიცხვაში ჩართულ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს შორის განსაკუთრებული პოპულარობით მზის პანელები სარგებლობს.