მერობის კანდიდატის განცხადება

„ლეიბორისტული პარტიის“ მერობის კანდიდატი მოქალაქეებს არჩევის შემთხვევაში, ოთხი წლის განმავლობაში, საცხოვრებელი კორპუსების სახურავებზე მზის პანელების განთავსებას ჰპირდება. მიხეილ ქუმსიშვილის განცხადებით, ამ ინიციატივით მაცხოვრებლებს ელექტროენერგიის საფასური გაუნახევრდებათ. მისი თქმით, პროექტისთვის თბილისის ბიუჯეტიდან ყოველწლიურად 35 მილიონი ლარი გამოიყოფა.