ბათუმიში 11-12 მარტის მოვლენებზე დაკავებულ მერაბ ღოღობერიძესა და ირაკლი ჩხვირკიას სასამართლომ ერთი წლითა და 6 თვით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილების გასაჩივრებას როგორც დაცვის ისე ბრალდების მხარე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გეგმავს. მსჯავრდებულების სასჯელის ათვლა 2017 წლის 23 აპრილიდან დაიწყო. მოსამართლის განმარტებით, მსჯავრდებულებს უკვე შეუძლით შეწყალების თხოვნით მიმართონ პრეზიდენტს. განაჩენის გამოცხადებას ბათუმის საქალაქო სასამართლოში დღეს ხმაური მოყვა.