გამოთხოვება ლია ბურჭულაძესთან

ოჯახის წევრებმა, მეგობრებმა და კოლეგებმა დღეს უკანასკნელ გზაზე გააცილეს ჟურნალისტი ლია ბურჭულაძე. ის საქართველოს ტელევიზიაში 1960 წლიდან, 45 წლის განმავლობაში მუშაობდა.
სიცოცხლის ბოლო წლები ცნობილმა ჟურნალისტმა ოჯახთან ერთად ამერიკის შეერთებულ შტატებში გაატარა. ლია ბურჭულაძე საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს.