„გამოსახულებით და მსგავსებით“ – დღეიდან ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში ქართველი და ბულგარელი მხატვრების ერთობლივი ექსპოზიცია გაიხსნა.
საგამოფენო სივრცე 55 არტისტის ავტოპორტრეტს აერთიანებს, რომლებიც სხვადასხვა დროსა და ჟანრშია შესრულებული. ბულგარეთის შემდეგ საქართველო პირველი ქვეყანაა, სადაც ეს ექსპოზიცია გამოიფინა და მას ქართველი მხატვრები შეუერთდნენ.