ორი საათის განმავლობაში იკითხებოდა „კანვას საქართველოს“ დირექტორი გიორგი მელაძე. ჩვენება მან საკუთარი მოთხოვნის საფუძველზე, მოსამართლის თანდასწრებით მისცა. პროცესი დახურული იყო. კითხვები მას სუს-ში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დაუსვეს. როგორც მელაძემ განმარტა, „კანვასის“ იდეოლოგია ეყრდნობა ამერიკელი ბინ შაკინის შემოთავაზებულ გზებს, რომელიც მოიცავს მასობრივ მობილიზაციას და მშვიდობიანი გზით ხელისუფლების შეცვლას და მას ძალადობასთან არანაირი კავშირი არ აქვს.