რა მოხდა ვარკეთილში. გვიან ღამით მეცხრე სართულიდან გადმოვარდნილი 16 წლის ბიჭის ახლობლები თვითმკვლელობას გამორიცხავენ.
გავრცელებული ინფორმაციით, მოზარდი სტუმრად მეგობართან იმყოფებოდა. თვითმხილველების ინფორმაციით, ტრაგიკულ შემთხვევამდე ის სტადიონზე თამაშობდა და კონფლიქტი არავისთან ჰქონია.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ისანი-სამგორის პოლიციის პირველ განყოფილებაში იმ პირთა გამოკითხვა მიმდინარეობს, რომელთაც შესაძლოა რაიმე ინფორმაცია გააჩნდეთ ვარკეთილში მომხდარ შემთხვევაზე. გამოკითხვაზე მშობლებთან ერთად გარდაცვლილი მოზარდის მეგობრებიც იმყოფებიან. ასევე პოლიციის განყოფილებაში გამოიკითხნენ მეზობლებიც, თუმცა პოლიციიდან გამოსვლის შემდეგ მათ მომხდართან დაკავშირებით მედიასთან არ უსაუბრიათ.