მედიაზე თავდასხმის საქმეზე გამოძიება გრძელდება.
მთავარ სამმართველოში ორგანიზაცია „სირცხვილიას“ აქტივისტები დაკითხეს. 2 საათის განმავლობაში პასუხობდა გამოძიების შეკითხვებს გიგა მაქარაშვილი. საგამოძიებო უწყებაში ის საკუთარი მოთხოვნის საფუძველზე მივიდა. მან სამართალდამცავებს 5 ივნისს „სირცხვილიას“ ოფისში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით მიაწოდა ინფორმაცია.