„სიძულვილისა და ზიზღის ენა მედიაში“ - შეხვედრა პარლამენტში 

„სიძულვილისა და ზიზღის ენა მედიაში“ – ამ საკითხზე საკანონმდებლო ორგანოში ახალგაზრდული პარლამენტის წევრებთან შეხვედრა გაიმართა. ინიციატივა პარლამენტის წევრ ეკა სეფაშვილს ეკუთვნოდა. გამოხატვის თავისუფლების სტანდარტების, მედიის პროფესიული რეგულირების და ამ მიმართულებით ევროდირექტივის ფარგლებში დაგეგმილი ცვლილებების შესახებ დეპუტატებმა სტუდენტებს ინფორმაცია მიაწოდეს, რის შემდეგაც შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. შეხვედრას პარლამენტის წევრებთან ერთად საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ვასილ მაღლაფერიძეც ესწრებოდა, რომელმაც ახალგაზრდული პარლამენტის წევრებს სიძულვილის და ზიზღის ენის ნეგატიურ შედეგებზე ესაუბრა და პრობლემის მოგვარების პროცესში მედიის და პირველი არხის როლზე გააკეთა აქცენტი.