სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომასალას, სადაც ელენე ხოშტარია ამბობს, რომ სავარაუდოდ, სასტუმრო „ყვარლის ტბის“ მფლობელმა მას დაუდასტურა ინფორმაცია რუსეთიდან ჩამოსული სტუმრების გაყვანის შესახებ, ოპოზიციასა და მმართველ გუნდში ეხმიანებიან. საკითხზე კომენტარი არ გაუკეთებია თავად ელენე ხოშტარიას. ოპოზიციის ნაწილის თქმით, კითხვების გამოსარიცხად შინაგან საქმეთა სამინისტროსგან ინფორმაციას გამოითხოვენ, მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ ელენე ხოშტარიას მიზანი დესტრუქციაა.