საპროტესტო აქციები - პოლიტიკური შეფასებები

თბილისსა და კახეთში გამართულ აქციებს ეხმაურებიან ქართულ პოლიტიკურ სპექტრში. ოპოზიცია მმართველ გუნდს საკუთარი მოქალაქეების ნების წინააღმდეგ წასვლაში სდებს ბრალს. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის შეფასებით კი, გუშინდელმა მოვლენებმა რადიკალური ოპოზიციის სახე კიდევ ერთხელ წარმოაჩინა და დაადასტურა, რომ მათი ერთადერთი მიზანი ესკალაცია, პროვოკაცია და ქვეყანაში მეორე ფრონტის გახსნაა.

მიმდინარე პროცესებს ეხმაურება თბილისის მერიც. კახა კალაძის თქმით, რუსეთში ბევრი ქართველი ცხოვრობს, შესაბამისად, პირდაპირი ფრენები მათ ცხოვრებას გაუმარტივებს.