მრავალწლიანი პაუზის შემდეგ, შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის ახალ შენობაში მუდმივმოქმედი გამოფენები გაიხსნა. ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, გამოფენებზე წარდგენილი ექსპონატების დიდი ნაწილი აქამდე არასდროს ყოფილა გამოფენილი და მათ საზოგადოება პირველად იხილავს. გამოფენები შალვა ამირანაშვილის 125 წლის იუბილესთვის მომზადდა. წარდგენილია მუზეუმის კოლექციების სამი დიდი ექსპოზიცია: „შუა საუკუნეების ქართული რელიეფური ქანდაკება“, „ქართული ხელოვნება 1900-1930“ და „პაოლო ვენეციან-ოდან ვასილ კანდინსკი-მდე“.