საბჭოთა პერიოდში დაწუნებული ნახატები.
ერთ საგამოფენო სივრცეში მოიყრის თავს ცნობილი ქართველი მხატვრების ის ნამუშევრები, რომლებმაც ცენზურის გამო წლების წინ დამთვალიერებლამდე ვერ მიაღწია. „რარიტეტები, ვინ ვინ არის“, – ასე დასათაურდა 12 რარიტეტული ნამუშევრის გამოფენა, რომელსაც სახვითი ხელოვნების მუზეუმი მასპინძლობს. ექსპოზიციის კონცეფცია თამაშის და გამოცნობის პრინციპზეა აგებული.
გამოფენა სხვადასხვა მხატვრის 28 ნამუშევარს აერთიანებს. თითქმის ერთწლიანი პაუზის შემდეგ სახვითი ხელოვნების მუზეუმის სტუმრებს გამოფენის ნახვა 26 მარტიდან ერთი თვის განმავლობაში შეეძლებათ.